20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება - სპეციალისტების თქმით, ომიკრონი თებერვლის თვეში სრულად ჩაანაცვლებს დელტა ვირუსს

ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კოვიდით ინფიცირებულთა შორის 60% სწორედ ომიკრონია.

იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძის განმარტებით, პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში გამორჩეული იქნება.

"იანვრის განმავლობაში, სავარაუდოდ ქვეყანაში იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და მოლოდინი გვაქვს, რომ პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში იქნება ინფიცირების მხრივ გამორჩეული.

ომიკრონი იწვევს შედარებით ნაკლებ მიმდინარეობას, სიმძიმის მიხედვით. ასევე, ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჭირდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება. ძირითადი დატვირთვა, სავარაუდოდ, იქნება პირველადი ჯანდაცვის ფონზე იმიტომ რომ ინფიცირებულები ადამიანების დიდი რაოდენობა დარჩება ბინაზე, მათ დასჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, ექიმის კონსულტირება," - განმარტავს, ივანე ჩხაიძე.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძეს თქმით, თებერვლის თვეში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და ჩაანაცვლებს დელტა ვირუსს.

"დელტა ვირუსი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და იმის იმედად, რომ მე-5 ტალღიდან გადავედით მე-6 ტალღაზე და დელტა ვირუსი აღარ არის, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სწორ შეფასებას. 15 თებერვლისთვის რაოდენობა სადღაც 6-7 ათასს მიაღწევს და პრაქტიკულად ჩაანაცვლებს კიდეც დელტა ვირუსს ომიკრონიომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას,"- ამბობს, დევი ტაბიძე.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, დამატებითი ზომების მიღება დაიწყო, მიმდინარე კვირას არსებულს კოვიდ საავადმყოფოებს 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება.

რამდენად საჭირო გახდება დაკეტილი საველე ჰოსპიტაზის გახსნა - სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა კიდევ ერთხელ ღიად აცხადებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

დღის ამბები