16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ - მაკრონი​ აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ - ემანუელ მაკრონი​

ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ - აღნიშნულ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

მისივე თქმით, დეზინფორმაცია და ყალბი ამბები დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც მაკრონი ამბობს, ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნეტ პლატფორმებმა და გავლენიანმა ადამიანებმა, ისევე როგორც ჟურნალისტებმა პასუხი აგონ ყალბი ამბების გავრცელებისთვის.

პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება ეხება იმ უცხოურ მედია საშუალებებსაც, რომლებიც ინფორმაციას საფრანგეთის ტერიტორიაზე ავრცელებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დემოკრატიები ამ დროისთვის არ არიან საკმარისად ძლიერი, რათა გარე ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მოთამაშეებს წინ აღუდგნენ.

ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელება განსაკუთრებით მეტ აქტუალობას, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იძენს.

დღის ამბები