საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყვათ.
ამჯერად საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს - სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე განიხილავს. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.