20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
თოვლი ზუგდიდში - უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში გადაადგილების და ელექტროენერგიის პრობლემა შექმნა

თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები.

სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია. მერის ინფორმაციით 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ელექტროენერგიის აღსადგენად "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

დღის ამბები