27 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
"ყოფილ ქმარს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკების გამო, ალბათ ახლაც გაუმეორა რაღაცამ" - რას ყვება 37 წლის მოკლული ქალის ძმა

ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია - შსს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ვერსია, რომელზეც "კურიერი" დღის განმავლობაში საუბრობდა. დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე გაგუდა, შემდეგ კი ბუნებრივი აირის გაჟონვის ინსცენირება მოაწყო. გავრცელდა კადრებიც, სადაც ასახულია, როგორ გადაიყვანეს წარსულში ნასამართლევი მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღსაღნიშნავია ფაქტი, რომ მამაკაცი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მოკლული ნონა ჭაბაშვილის ძმა, დავით ჭაბაშვილი, ვერსიას, რომ შესაძლოა მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, გამორიცხავს. 

"ტელეფონზე ვურეკავდი და არ მიპასუხა... მეთქი რა ხდება..შევედი და უგონო დამხვდა, საწოლზე, რაღაც უნიჭო თვითმკვლელობის სცენარი. ცოტა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკების გამო, ალბათ ახლაც გაუმეორა რაღაცამ. ეჭვიანობის ნიადაგზე ნამდვილად არ მომხდარა, არც უჩხუბიათ,"- ამბობს გარდაცვლილის ძმა.

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილის თანამშრომლებსაც, როგორც სალომე ღონღაძე ამბობს, სამსახურში ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტს არასდროს შესწრებია.

"ვიცი, რომ გაშორებულები იყვნენ. ნონა ნაქირავებ ბინაში 3 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. სამსახურში ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა არასდროს არ ყოფილა, თუმცა ალბათ გამოძიება დეტალურად დაადგენს მომხდარის შესახებ," - ამბობს მოკლულის თანამშრომელი.

დღის ამბები