19 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
არის თუ არა "ომიკრონი" პანდემიის ბოლო ტალღა - რას აცხადებს ენტონი ფაუჩი ახალი ვარიანტების გამოჩენის შესაძლებლობაზე 

მედიცინის საკითხებში თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა "ომიკრონის" შტამი კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა. ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე ენტონი ფაუჩი ახალი ვარიანტების გამოჩენის შესაძლებლობაზე საუბრობს.

"ვიმედოვნებ, რომ ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს. ღია კითხვად რჩება - გახდება, თუ არა "ომიკრონის" ვარიანტი ცოცხალი ვირუსის ვაქცინაცია, რასაც ყველა იმედოვნებს.

რეგულარული და მარტივად გასაგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ წინააღმდეგობა, როგორებიცაა პირბადის გამოყენება და ვაქცინაცია შემაფერხებელია. თქვენ ვირუსს უპირატესობას აძლევთ, როდესაც არ ასრულებთ აღიარებულ ჯანდაცვის ზომებს,"- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა, მსოფლიოში 331 მილიონს გადააჭარბა.

დღის ამბები