20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
კოვიდის 7 521 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა  3 160 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 892, ხოლო PCR ტესტით - 17 475

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 13,34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 10% ხოლო ბოლო 7 დღეში 10,26% შეადგინა.

17 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 9 290 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია -  2 622 459აცრა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 50  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 465 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა -2 050 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 934 667  ვირუსს ემსხვერპლა  14 512 ადამიანი.

დღის ამბები