



რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 3 თვემდე ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
როგორც "კურიერს" "კლინიკა რუსთავში" განუცხადეს, მათთან 4 ადამიანი შეიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ჩვილი, უკვე გარდაცვლილი იყო.
სამი დაშავებულიდან ერთი ბავშვია, ის ბავშვთა განყოფილებაშია გადაყვანილი.