19 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
პატიმრობა თუ გირაო - რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას განუსაზღვრავს სასამართლო თაღლითურ სქემასთან კავშირში მყოფ პირს

პატიმრობა თუ გირაო - რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას განუსაზღვრავს სასამართლო თაღლითურ სქემასთან კავშირში მყოფ პირს, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. გამოძიების ინფორმაციით, საბა პოღოსოვი სკანდალური საქმის ხელმძღვანელის, ამერიკის მოქალაქის რიჩარდ არმენტას მთავარი მოკავშირე იყო.

პოღოსოვი ბრალს არ აღიარებს, თავად არმენტა კი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

საქმე ეხება თანხების უკანონო ბრუნვას საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია - "კაპიტალ ბანკში". დაყადაღებულია 6 მილიონი დოლარი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 17 პირის მიმართ. 

"ბატონი საბა არ სცნობს თავს დამნაშავედ, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, დღეს ჩატარდება პროცესი. ბუნებრივია, ალტერნატივის სახით მოვითხოვთ გირაოს.

ბატონ საბას და ბატონ გილბერტს ედავებიან ფულის გათეთრებას, რაზეც ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არის აბსურდი. ბატონ საბას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ დავალება, რომ გაერკვია პოზიციები თანამშრომლების, თუ ვინ სად მუშაობდა და რა პოზიციაზე და მხოლოდ ინფორმაციას აწვდიდა ბატონ გილბერტს ბანკის მუშაობის შესახებ," - ამბობს საბა პოღოსოვის ადვოკატი, გიორგი ღვინიაშვილი. 

დღის ამბები