20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
7 ათასამდე ოჯახი ქუთაისში გაზის გარეშე დარჩა

ქუთაისში 7 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

მიზეზი ქსელში ტექნიკური პრობლემა.

მოსახლეობის თქმით, ზამთარში გათბობის სხვა საშუალება არ აქვთ და სიცივეში უწევთ ყოფნა. ისინი დახმარებას და ბუნებრივი აირის დროულ მიწოდებას მოითხოვენ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გაზის ტრანსპორტირებისას კომპანიას ჰქონდა ტექნიკური შეფერხება, რამაც გამოიწვია წნევის ვარდნა, გაითიშა აბონენტების ნაწილი.

მათი ინფორმაციით, მიწოდება დაწყებულია და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

დღის ამბები