მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა ინტენსიურად იწმინდება გზები, თუმცა გაწმენდით სამუშაოებს მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.
იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.
ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.