25 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
თაღლითური სქემა - ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის წინასწარ პატიმრობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის წინასწარ პატიმრობაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, საბა პოღოსოვი სკანდალური საქმის ხელმძღვანელის, ამერიკის მოქალაქის რიჩარდ არმენტას მთავარი მოკავშირე იყო.

პოღოსოვი დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალში ამბობს, რომ არის უდანაშაულო. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ გირაოს შუამდგომლობა ექნებათ და მოლოდინი აქვთ, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. 

საქმის მთავარი ფიგურანტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რიჩარდ არმენტაა.  ის, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის. როგორც პროკურატურაში ამტკიცებენ, სწორედ მის მითითებებს ასრულებდა საბა პოღოსოვი საქართველოში.

საქმე ეხება თანხების უკანონო ბრუნვას საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია "კაპიტალ ბანკში".

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, -   ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

დღის ამბები