ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში "ომიკრონის" შემთხვევები 10 000-ს გასცდება. ვირუსით ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი უკვე ავიდა 14%-მდე. მარტო დღეს 9 ათასამდე ახალი ინფიცირებულია. რეინფიცირების მაჩვენებელი კი ყოველდღე იმატებს.
არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში რეინფიცირება გახუთმაგდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ არიან კოვიდგადატანილებიც, მათ შორის ისინი, ვინც COVID-19 2-3 თვის წინ გადაიტანა.
მედიკოსები მოსახლეობას ე.წ. ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
ზეწოლა გაზრდილია კოვიდ-სასტუმროებზე, ამიტომ ექიმების რჩევაა ინფიცირების შემდეგ კარანტინში გადასვლის მოთხოვნა, იმ შემთხვევაში დაფიქრდეს, თუ ოჯახის წევრები რისკის ქვეშ არიან. მედიკოსები მთავარი სათქმელი დღეს იზოლაციის წესების დაცვაა.
52 ათასამდე ინფიცირებული ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სახლში იმყოფება. პაციენტების მართვისა და სატელეფონო ზარებზე სათანადო რეაგირებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ-კლინიკების რაოდენობას გაზრდის.
დელტა შტამისგან გასხვავებით, "ომიკონმა" ამ ეტაპზე კლინიკებში პაციენტების რიცხვი შეამცირა. კოვიდ-ცენტრებში 4300 ინფიცირებული მკურნალობს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეპიდემილოგიურ მდგომარეობას დღიურად 20 ათასამდე ვაქცინაციის ჩატარება დააბალანსებს.