26 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
17 წლის ბიჭმა იპოვა მშობლები, რომლებმაც ის დაბადებისთანავე გაყიდეს, თუმცა ჩინელი მოზარდი დედამ და მამამ ამჯერადაც უარყვეს

ჩინეთში მოსაზრდმა, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე გაყიდეს, ბიოლოგიური დედისა და მამის პოვნა შეძლო, თუმცა ის ამჯერადაც არ მიიღეს. 

17 წლის ლიუმ, ჰუბეის პროვინციიდან საკუთარი გამოცდილების შესახებ ჩინურ სოციალურ ქსელში Douyin დაწერა. მან მშობლების პოვნაში დახმარება პოლიციას სთხოვა, დნმ ტესტის ჩატარების შემდეგ სამართალდამცველებმა ბიჭის დედისა და მამის პოვნა შეძლეს. 

ადგილობრივმა პოლიციელებმა ლიუ მამას გასულ თვეს შეახვედრეს, გასულ კვირას კი ლიუ დედის სანახავად მონღოლეთში გაემგზავრა, თუმცა არცერთ მათგანს შვილთან უერთიერთობა არ სურს. 

ლიუს თქმით, მამას მისი წაყვანა ოჯახში არ სურს, რადგან შიშობს, რომ მისი ახლანდელი ცოლი ამის გამო დაშორდება. 

როგორც ბიჭი ჰყვება, მშობლებმა ის 2005 წელს, დაბადებისთანავე გაყიდეს, მოგვიანებით განქორწინდნენ და ახლა საკუთარი ოჯახები ჰყავთ.

ლიუ 4 წლის იყო, როდესაც წყვილი, რომელმაც ის იშვილა, სახლთან ახლოს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა. ამის შემდეგ ბავშვს ბებია, პაპა და ნათესავები ზრდიდნენ. 

ლიუ, ამჟამად, ობლებისთვის განკუთვნილ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან და ეს მისი ერთადერთი შემოსავალია. 

დღის ამბები