20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა

მსახიობი რუსუდან კიკნაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.  რუსუდან კიკნაძე ბოლო პერიოდში აშშ-ში ცხოვრობდა.

რუსუდან კიკნაძე მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი"(მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და ა.შ. 

დღის ამბები