20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
წლის "წარმატებული ტელეპროექტი" - რუსთავი 2-ის გადაცემა "ექიმებმა" "ქართული ბრენდის დღე 2021-ის" ჯილდო მიიღო 

რუსთავი 2-ის გადაცემა "ექიმების" გამარჯვება - სამედიცინო შოუმ "წარმატებული ტელეპროექტის" ჯილდო "ქართული ბრენდის დღე 2021-ის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მიიღო. 

ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე წარმატებული კომპანია, საუკეთესო პროექტი და გამორჩეული პიროვნება, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში შესაბამისი დიპლომი და სპეციალური პრიზი გადაეცათ.  წლის ბრენდ პერსონად - ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა.

დაჯილდოება - "ქართული ბრენდის დღე" რომელიც 19 წელია ტარდება ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ასახავს და ნაციონალურ ბრენდებს წარმოაჩენს. 

დღის ამბები