"ომიკრონი“ საქართველოში მორიგ რეკორდებს ხსნის - 8767 ინფიცირებული და 49 გარდაცვლილი, 21 იანვრის სტატისტიკა ასეთია. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობა შიდა ქართლშიც.
ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი ლია გოლიაძე აცხადებს, რომ "თუ ასე გაგრძელდა, თებერვლის პირველ დეკადაში "ომიკრონის" ძალიან დიდი, უკონტროლო შემოტევა გვექნება
"თუ ასე გაგრძელდა, ალბათ თებერვლის პირველ დეკადაში "ომიკრონის" ძალიან დიდი, უკონტროლო შემოტევა გვექნება. ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს და ასევე ჩვენს ახლობლებს, რომ მათი დაინფიცირება არ მოხდეს,"- აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე.