20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელი და საზოგადოების არაადეკვატური ქცევა - ექიმებს მოქალაქეების უპასუხისმგებლობა აკვირვებთ

ეპიდვითარება ბოლო 24 საათში უკიდურესად დამძიმდა - 11 039 შემთხვევა - ეს კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდია. "ომიკრონის" მთავარი სამიზნე თბილისია, ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ დედაქალაქზე მოდის. 

"დღეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი ნიუანსია ის, რომ "ომიკრონის" თავისებურებიდან გამომდინარე, ეს პროპორციულად არ გადაითარგმნება ჰოსპიტალური სექტორის მატებაში. მაგრამ ძალიან დიდი დატვირთვა მოდის და კიდევ უფრო გაიზრდება ჯანდაცვის პირველად რგოლზე ეს დატვირთვა. თუკი რეკომენდაციებს დავიცავთ - ავიცრებით და პირბადეს ვატარებთ, მოგვეცემა შესაძლებლობა ნაკლებ პაციენტს დასჭირდეს სამედიცინო დახმარება, რაც ამ ტალღის ნაკლები დანაკარგებით გადაგორების მთავარი შესაძლებლობა იქნება,"- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, არადამაიმედებელია სპეციალისტთა პროგნოზებიც.

"ბოლო სამი დღის განმავლობაში სტაციონარიზაციამ მოიმატა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობის ადეკვატური რეაქცია ამ გაზრდილ მაჩვებელებზე არ არის და საკმაოდ არაადეკვატურიც კი არის. ეს იმიტომ, რომ ბოლო ვაქცინაციის საერთო რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში, საშუალოდ არ ცდება 10 000ს,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.

დღის ამბები