06 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
იტალიის პარლამენტში, დღეს პრეზიდენტის ასარჩევად პირველი ტური გაიმართება

იტალიის პარლამენტში, დღეს პრეზიდენტის არჩევის პირველი ტური გაიმართება.

კენჭისყრაში მონაწილეობას პარლამენტის დეპუტატები, სენატორები, გუბერნატორები და რეგიონის წარმომადგენლები, სულ 1009 ადამიანი მიიღებს.

გამარჯვებულს პირველ სამ ტურში ხმათა ორი მესამედი, 673 ხმა სჭირდება, ხოლო საბოლოო, მე-4 ტურში საკმარისია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა - 505 ხმა.

იტალიის მომდევნო პრეზიდენტობას ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერს, მარიო დრაგის უწინასწარმეტყველებენ.

დღის ამბები