20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
საქართველოს ზამთრის კურორტებს საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერების და ინფლუენსერების 15 კაციანი ჯგუფი სტუმრობს

საქართველოს ზამთრის კურორტებს საერთაშორისო, სამთო მოგზაური ბლოგერების და ინფლუენსერების 15-კაციანი ჯგუფი სტუმრობს, რომლებიც სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ.

გუშინ სტუმრები გუდაურში იმყოფებოდნენ, სადაც მათ მასპინძლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გაუწია.

სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ეს კურორტი სამთო სპორტის მოყვარულებს სთავაზობს, მათ შორის, თხილამურით და სნოუბორდით სრიალი, ჰელისკი და სხვა სათავგადასავლო აქტივობები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური დაათვალიერებს საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობა არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდას და ბორჯომს და შექმნიან ფოტო-ვიდეო და ტექსტურ კონტენტს ქვეყნის საზამთრო-ტურისტული პოტენციალის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულშიც განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.

დღის ამბები