სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები, ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ.
იძულებით გადაადგილებული პირების მოთხოვნა, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაა. აქციის მონაწილეები მთავრობას თხოვენ, სასწრაფოდ მოხდეს მათი გაყვანა იმ საცხოვრებელი შენობიდან, რომელიც მათი თქმით, ავარიულია.
აქციის მონაწილეები დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ წინადადებებსაც გამოეხმაურნენ.
აქციის მონაწილე დევნილების განცხადებით, მათ მთავრობის მიერ გაცემული დაპირების აღარ სჯერათ, რადგან მსგავსი დაპირებები ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ადრეც ყოფილა და დღემდე არ შესრულებულა.
რაც შეეხება შეთავაზებას, რომ მათ მოიძიონ სახლები, რომლის ერთი კვადრატულის ფასი 550 დოლარის ფარგლებში იქნება და სახელმწიფო ამ თანხას გადაიხდის, არც ეს აკმაყოფილებთ. დევნილების თქმით, ამ ფასის დიაპაზონში დღესდღეობით ბინების შეძენა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, მთავრობის დღვანდელ სხდომაზე პრემიერი-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ წელს, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ბინებს საკუთრებაში უპირობოდ მიიღებენ.