16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საკონკურსო კომისიებში წარმოდგენილი არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები - ანრი ოხანაშვილი ორი ახალი უწყების ხელმძღვანელის არჩევის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიების თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

"პროცესი წარიმართება აბსოლუტურად გამჭვირვალედ. საკონკურსო კომისიებში წარმოდგენილი არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. პროცესში მონაწილეობას იღებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი და იმ უწყების წარმომადგენელი, რასაც ითვალისწინებს კანონი. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოცემული დროის მონაკვეთში სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

"ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება ყურადღებით ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ დროის ამ მონაკვეთში, რომელიც განსაზღვრულია კანდიდატურების შესარჩევად, მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიებაც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები