მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში. ადგილობრივებმა, ამჯერად, აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ სადაო მიწის ფართობზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 5 გმირი ჯარისკაცის ბანერზე ნაბეჭდი ფოტოები და საქართველოს დროშა აღმართეს.
სოფელ ზეღდულეთში მდებარე მიწის, 75 ჰექტარი დღეიდან სოფლის გადაწყვეტილებით იწოდება როგორც " 2008 წლის საქართველო რუსეთის ომის გმირების მამული".
შეგახსენებთ, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა მიწის კერძო ინვესტორზე გასხვისებას ფაქტს, უკვე წლებია, აპროტესტებს და ფართობის უკან სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს.