19 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
"განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი დაიწყო..." - ექიმები მოსახლეობას გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ

რეკომენდაციების დაცვა, ვაცქინაცია და "ბუსტერ" დოზა - ეპიდემიოლოგების აზრით, მხოლოდ ეს დაგვეხმარება, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან დავიცვათ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოში პანდემიის მართვის მიმართულებით, განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი დაიწყო.

სპეციალისტების მოსაზრებით, სულ მალე "ომიკრონი" ქვეყანაში "დელტა" შტამს სრულად ჩაანაცვლებს.  

"საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი დაიყო კორონავირუსის გავრცელებისა და პანდემიის მართვის კუთხით. დღეისათვის საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩანაცვლებული "ომიკრონით" ყველა წინამორბედი შტამი, თუმცა უახლოეს პერიოდში მხოლოდ "ომიკრონის" შტამი იქნება,"- აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი, უკვე 23 % აღწევს, რაც უპრეცედენტო შიდა გავრცელების ზრდაზე მიუთითებს. მომატებულია დაინფიცირებულ მცირეწლოვანთა რაოდენობაც, რის გამოც ბავშვთა განყოფილებები დღეიდან ახალი პროტოკოლით იმუშავებენ.

დღის ამბები