20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - როდის გამოაცხადებს კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებას

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - საქმეს კალიფორნიის სასამართლომ განიხილავს. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები პროცესებს არ დაესწრებიან. შუალედურ შედეგს მოსამართლე გონივრულ ვადაში გამოაცხადებს.

"ასეთ დროს მხარეები ვვარაუდობთ რომ მოსამართლისთვის საკმარისია მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მტკიცებულებები და არგუმენტები იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მოსამართლემ მიიღოს გადაწვეტილება, ანუ მას დასჭირდა მხარეთა დამატებითი მოსმენა. 

ველოდებით გადაწყვეტილებას ყოველ დღე, ანუ გონივრულ ვადაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პირდაპირ მივიღებთ გადაწვეტილებას," - განაცხადა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმის "ბიზნესის იურიდიული ბიურო (BLB)" პარტნიორმა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ The Queen"s Gambit(ლაზიერის გამბიტის) რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა. სერიალში ნახსენებია, რომ გაფრინდაშვილი რუსეთის მოქალაქეა და ის მამაკაც მოჭადრაკეებს არასდროს დაპირისპირებია, რაც სიცრუეა. ჭადრაკის ლეგენდა Netflix-ის​გან ბოდიშის მოხდას და 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

დღის ამბები