20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და ყოველთვის ყველაზე ადრე უნდა გაიხსნას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ყველაზე ბოლოს უნდა შეეხოს და უნდა გაიხსნას ყოველთვის ყველაზე ადრე.

როგორც გამყრელიძე ამბობს,ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე  სკოლების მცირე ნაწილია გადასული. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გამყრელიძის თქმით, უნივერსიტეტი ავტონომიურია და თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.

"ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2 300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე გახსნილი. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად იყვნენ აცრილნი, არ დავასახელებ უნივერსიტეტებს, სადაც კარგად არიან აცრილნი და არის უნივესიტეტები, სადაც დაბალი მოცვაა, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები