20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
რა შემთხვევაში მიიღებს პირი "მწვანე პასპორტს" თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები - ახალი რეგულაცია 

დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში - პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და "მწვანე პასპორტსაც" მიიღებენ -  ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები