20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

მესამე მიკრორაიონში ტერიტორია, სადაც სპორტული მოედანი მდებარეობდა, წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო და რამდენიმე მესაკუთრეზე იყო გაყიდული. მოსახლეობა კი რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. 

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

პროექტის ფარგლებში ამფითეატრი, ველობილიკი, შადრევანი, საბავშვო და ფიტნეს სივრცე მოეწყობა.

"პარკში მოეწყობა შადრევანი, საბავშვო სივრცე, ამფიეთეატრი, ასევე სავარჯიშო სივრცე, ველობილიკი, სარბენი ბილიკი. მთავარი კონცეფცია ამ პარკის იქნება რაც შეიძლება მეტი გამწვანება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 300-მდე ხე. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული როგორც საკრებულო, ასევე დიდი დიღმის მოსახლეობა და რამდენიმე თვეში, ივლისის თვეში დიდი დიღომს ლამაზი რეკრეაციული სივრცე შეემატება," - განმარტავს თბილისის საბურთალოს რაიონის  გამგებელი გაიოზ ვასაძე.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები