"ქართულ ოცნებაში" უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვის აუცილებლობაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ტექსტი დემოკრატიის პრინციპებზეა შემუშავებული და მას ერთსულოვანი მხარდაჭერა უნდა ქონდეს.
"გაიმართება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური აქტორის მომცველი იყოს ჩვენი მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც შევძლოთ დახმარება საფრთხის წინაშე მდგარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსი,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე.
რეზოლუციის მიღებას ქართველი დეპუტატები საგაზაფხულო სესიის უახლოეს სხდომაზე, ერთ კვირაში იმედოვნებენ.