უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ბოლო კონსულტაციები სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის პარლამენტში დღეს დილიდან უნდა შედგეს. დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეზოლუციაში მთავარი ხაზი რუსული აგრესია და მისგან მომდინარე საფრთხეები უნდა იყოს.
მმართველი გუნდი ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ პოზიციების დაახლოვდება.
"მთავარია პოზიციების დაახლოება და სწორედ აქ არის აუცილებელი იმ კონსენსუსის ძიება, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ამას გამოაჩენს პროცესი.
"სულისკვეთება იმისა, რომ ერთიანობა ზეპარტიულ საკითხებზე არსებობდეს საქართველოს პარლამენტში, ეს დაფიქსირებული არის როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე უმრავლესობის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით მივაღწევთ იმას, რომ რეზოლუცია იქნება ერთიანი ინიცირებით და ერთობლივად მხარდაჭერილი," - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ოპოზიციამ ("ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") პრესკონფერენცია გამართა და მმართველი გუნდისგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და ღია მხარდაჭერის გამოხატვა მოითხოვა.