16 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
"იმედია, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც "ოცნებას" კომფორტში ყოფნის საშუალებას არ მისცემს" - შევა თუ არა ენმ პარლამენტში

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. თუმცა იმედოვნებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას ხელს შეუწყობს.

"საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხუთშაბათს. იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ, იმედია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას და არ მისცემს "ქართულ ოცნებას" საშუალებას იყოს იმ კომფორტში, რომელშიც ახლა იმყოფება,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები