27 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახლადდანიშნული დირექტორის ზვიად კვიციანის წარდგენა გაიმართა

მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს ახლადდანიშნული დირექტორი ზვიად კვიციანი მინისტრმა წარუდგინა.

ცოტა ხნის წინ სვანეთის მუზეუმს ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა.  გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმის მართვაში სვანეთის მუზეუმიც მიიღებს მონაწილეობას.

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილებები სამუზეუმო რეფორმის ნაწილია, რომელიც მუზეუმებში კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას გულისხმობს.


დღის ამბები