16 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"თუ ის უკრაინაში მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა" - ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ვლადიმერ პუტინს პერსონალური სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოს შეცვლის და პუტინის მოქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვება.

ბაიდენისვე თქმით, არ არის გამორიცხული ამერიკული ჯარი ახლო მომავალში აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნოს.

"მე ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ მის უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციები. განვიხილავ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას. ეს ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მისმა ხალხმაც კი არ იცის დანამდვილებით რას აპირებს. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ამერიკული ან ნატოს ძალები უკრაინაში განვათავსოთ, მაგრამ როგორც ვთქვი თუ პუტინი შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. თუ ის უკრაინაში მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს," - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები