დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება. ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება.
ქართული დელეგაცია ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. მთავარი განსახილველი თემა იმ გეგმის შემუშავებაა, რომელიც რეგიონში ფართომასშტაბიან დაპირისპირებას არ დაუშვებს. კომისიის სხდომის გარდა დაგეგმილია შეხვედრები ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებთან.