"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, დაკავებულია. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი პროკურატურამ, სავარაუდოდ, დღეს დილით, გამთენიისას დააკავა.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს სოციალურ ქსელში ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელი ახალგაზრდა ქალს. Facebook-მომხმარებელი მარიამ სიჭინავა, საკუთარ გვერდზე წერს, რომ შემთხვევა ზუგდიდში მოხდა.
საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული.