27 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მრგვალ მაგიდაზე ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს

ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს მრგვალ მაგიდასთან. შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

მრგვალ მაგიდას ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზურაბ აზარაშვილმა GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა მოისმინა და მხარი დაუჭირა. ადგილობრივ მწარმოებლებს GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება 2022 წლის ბოლომდე აქვთ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც, ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება იმპორტიორ კომპანიებსაც მოუწევთ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

დღის ამბები