20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
დევნილები ხელისუფლებას დროს ხვალამდე აძლევენ - სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები პირები  ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრით იმუქრებიან 

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები, ხელისუფლებას დროს ხვალამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრას აანონსებენ.

მათ უწყებასთან კიდევ ერთი აქცია გამართეს და მინისტრთან შეხვედრა იურისტების, ასევე სახალხო დამცველის ჩართულობით მოითხოვეს.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით კი შეხვედრა მხოლოდ დევნილების მონაწილეობის შემთხვევაში დაინიშნება.

დევნილთა მოთხოვნა უცვლელია, სახელმწიფომ დააკმაყოფილოს მათი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით, რადგან სადაც ცხოვრობენ, ის სივრცეები ავარიული და საფრთხის შემცველია.

მათ არაერთი აქცია უკვე გამართეს.

დღის ამბები