21 დეკემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"ისნის" მეტროში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული  პატრულ-ინსპექტორები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ

მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებული პატრულ-ინსპექტორები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას უყენებენ.  

როგორც გამომძიებელი ირაკლი ლუხოშვილი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული საქმე გადაკვალიფიცირდეს. 

"ბრალის წარდგენის შემდეგ ორივე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. ერთ ბრალდებულს ჰქონდა ჩვენება მიცემული, მეორე ბრალდებული კი მანამდეც სარგებლობდა დუმილის უფლებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუ გამოიკვეთება ისეთი გარემოება რაც კვალიფიკაციის შეცვლას გახდის საჭიროს, შესაბამისად პროკურატურა ამაზე რეაგირებას მოახდენს,"- აცხადებს ირაკლი ლუხოშვილი.

დღის ამბები