16 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ახლა არის ის მომენტი როდესაც უნდა ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე, რომ  NATO-მ მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენს გაწევრიანებაზე - შალვა პაპუაშვილი 

NATO-ს შტაბ-ბინაში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახლა არის ის კრიზისული მომენტი, როდესაც უნდა გაჩნდეს შანსი, რომ  ალიანსმა საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღოს.  

"გარკვეული კრიზისული სიტუაციები წარმოშობს, შანსებს და შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რომ ბევრს აქვს ეს განცდა, ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც პარლამენტის ისე მთავრობის, რომ ჩვენ, ჩვენი წილი მიზნებისა მივაღწიოთ და თავისთავად მომწიფდეს მდგომარეობა, რომ  NATO-მ მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თავისთავად უკრაინას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე, საკუთარი ხალხის დაცვის საქმეში,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაია კი აგრეოსი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს გაუსვა ხაზი. 

"ალიანსის წევრებმა ხაზი გაუსვეს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას. ღია კარის პოლიტიკა და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ მოვლენებზე რაც ბოლო დროს ვითარდება რუსეთში და რუსეთის რეგიონის ირგვლივ აგრესორი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე და რა თქმა უნდა, NATO- საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავების მიმართულებაზე,"- აცხადებს ირაკლი ბერაია.

უკრაინა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებია საუბრის მთავარი თემა ბრიუსელში - ევროპის პოლიტიკურ ცენტრში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, ამასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს. NATO-ს შტაბ-ბინაში თბილისს დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მხარდაჭერა და ღია კარის პოლიტიკა, თუმცა ხუთ თვეში, ალიანსის მადრიდის სამიტზე გამოჩნდება რამდენად ფართოდ არის ეს კარი შეღებული საქართველოსა და უკრაინისთვის. 

დღის ამბები