რუსთავის მუნიციპალიტეტში თანამშრომლების მასობრივი ტესტირება და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
მერის მოადგილეებმა და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა სერვისცენტრის თანამშრომლებს ვაქცინაციის აუცილებლობასა და მთავრობის მიერ ინიცირებული ფულადი წახალისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კამპანიაში, "ავიცრათ ერთმანეთისთვის", რუსთავის მერიის სერვისცენტრის 100-მდე თანამშრომელი ჩაერთო.