16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდება დღეს პარლამენტში

უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდება დღეს პარლამენტში. დოკუმენტი "ფრაქცია ევროპელმა სოციალისტებმა" შეიმუშავეს.

მათი თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ მმართველი პარტიისა და სხვა ოპოზციური პარტიების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტებს.

"მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც მინსკის ხელშეკრულებით და ნორმანდიული ფორმატის გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება შესაძლებელი.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ჩაერთოს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში,"-  ამბობს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.

დღის ამბები