30 აგვისტო 2026,   06:43
ვრცლად
მცხეთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრნენ

იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში კვლავ აქტიურია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით უკვე აიცრნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ მოსახლეობას აცრის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და ვაქცინაციის წამახალისებელ 200 ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა თებერვალშიც გაგრძელდება. სარგებლობა 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ფინანსურ წახალისებას 100 ლარის ოდენობით "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაშიც მიიღებენ. 

დღის ამბები