საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ავსტრიის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. განიხილეს საპარლამენტო დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.