30 აგვისტო 2026,   20:43
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, ესპანეთი კი COVID-ის "ჩვეულებრივ გრიპად" გამოცხადებასაც გეგმავს 

ინფიცირების დინამიკა კვლავ მზარდია მსოფლიოში, თუმცა სახელმწიფოები რეგულაციებს ამსუბუქებენ. დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გაუქმდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმიც.

კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს, ირლანდიაშიც სადაც მაჩვენებლები რეკორდულია. იანვრიდან ბარებსა და რესტორნებს სტუმრებისთვის კოვიდ-სერტიფიკატის მოთხოვნის ვალდებულება აღარ ექნებათ. გაუქმდა შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვებიც.

ინფიცირების რეკორდული სტატისტიკის მიუხედავად დანიის მთვარობამ რეგულაციების თითქმის სრულად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

რეგულაციები მსუბუქდება ნიდერლანდებში, ბელგიასა და ესპანეთშიც. ესპანეთი  COVID-19-ის "ჩვეულებრივ გრიპად" გამოცხადებასაც გეგმავს.

დღის ამბები