თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ბუდაპეშტის "ლორანდის" უნივერსიტეტთან პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ორი უნივერსიტეტის რექტორებთან ერთად უნგრეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი დაესწრნენ.
მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდას, ასევე, ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობას ითვალისწინებს.