20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა 30 ათასს გაუტოლდეს

კიდევ 18 274 შემთხვევა - ინფიცირებულთა მაჩვენებელი საქართველოში ისევ რეკორდულად იზრდება. რიგები არ წყდება ტესტირების ლაბორატორიებთანაც. პიკს თებერვალში ელოდებიან, რა დროსაც არ არის გამორიცხული დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 30 ათასსაც გაუტოლდეს. სპეციალისტების მოლოდინები საგანგაშოა. პირბადე, ვაქცინაცია, "ბუსტერ" დოზა და რეგულაციების მკაცრი დაცვა კი ვირუსთან ბრძოლის უცვლელი იარაღია.

ექიმების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონის" შტამი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ინფიცირებულთა  2-3%-ის ის არანაკლებ პრობლემებს უქმნის, ვიდრე დელტა და სხვა შტამები, ამიტომ მედიკოსები კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ "ბუსტერ" დოზის გაკეთებას და არც არსებული რეგულაციების შემსუბუქებას ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევენ.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი ამბობს რომ ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული კოვიდის გართულებები.

"ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ დასნებოვდება, მაგრამ მათ შემთხვევაში შედარებით მცირე სიმპტომებით მიმდინაროებს," - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

დღის ამბები