19 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
რა გახდა კახეთში მკვლელობის მიზეზი - თავდამსხმელი ქალს საცხოვრებელ სახლში ელოდებოდა

კახეთში მომხდარი მკვლელობა, ერთ-ერთი ვერსიით, ძარცვას უკავშირდება. როგორც ცნობილია, სავარაუდო თავდამსხმელი მსხვერპლს საცხოვრებელ სახლში ელოდებოდა. მამაკაცმა 70 წლამდე ქალს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, მიყენებული დაზიანებების შედეგად კი ქალი გარდაიცვალა.

პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები