20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავ შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას - ამის შესახებ საკოორდინაცო საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.  

"ომიკრონის" გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება," - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

 

 

დღის ამბები