20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა - ზურაბ აზარაშვილმა და კელი დეგნანმა კოვიდ პანდემიის გამოწვევებზე ისაუბრეს

ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე.

კელი დეგნანის განმარტებით, მსოფლიო გამოცდილებიდან კარგად ჩანს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო, ეფექტური და მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.

"მინისტრთან შეხვედრაზე პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მოგეხსნებათ, რომ დღეს ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთება.

მსოფლიო გამოცდილებიდან კარგად ჩანს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო, ეფექტური და მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. იმუნიზაციის პროცესის გამარტივებისთვის კი, სამინისტროს ძალიან კარგი პროგრამები აქვს, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," - განმარტავს კელი დეგნანი.

მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, კელი დეგნანს სოფლად ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"განვიხილეთ კოვიდპანდემიის მიმდინარეობა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და როლი ამ პანდემიის მართვის პროცესებში, ასევე განვიხილეთ სამინისტროში მიმდინარე პროექტები და ამერიკის მხრიდან თუ რაში შეიძლება იყოს გამოხატული მხარდაჭერა,"- ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც. იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზეც. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც.

დღის ამბები