27 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას "გვინეა-ბისაუში" მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილთა შორის 2 პრეზიდენტის დაცვის წევრია

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობისას "გვინეა-ბისაუში" 6 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის 4 თავდამსხმელი და პრეზიდენტის დაცვის 2 წევრია.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობის კაბინეტის წევრებს ხვდებოდა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც ქვეყნის პირველი პირი ამბობს თავდასხმა შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ მთავრობის ბრძოლას უკავშირდებოდეს. დაპირისპირება 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დღის ამბები